მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტს ძველი შემადგენლობით წარედგინა, გარდა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებისა, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ფორმალურად, მოადგილეების სახით არიან წარმოდგენილნი. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ჩერქეზიშვილი, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე კი ნიკოლოზ გაგუაა წარდგენილი. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში აქამდე მინისტრის მოადგილეები იყვნენ.დანარჩენი ყველა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილია ამ დრომდე მოქმედი მინისტრი.მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში 19 ივნისს შეხვდებიან. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კი 20 ივნისს იგეგმება.