საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გააფართოვა, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება არ ეზღუდებათ.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდება: სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება; შენობების და ნაგებობების მშენებლობა სამოქალაქო მშენებლობა; სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები, საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა; თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა; სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები; სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვები; სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია; პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება; ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა; სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები; საფოსტო და საკურიერო მომსახურება; საგამომცემლო საქმიანობა; ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;
ამავე დადგენილების თანახმად, დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად.
დოკუმენტს ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს და ის ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.