მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა ქემოკლიძე დაინიშნა - Palitra News

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა ქემოკლიძე დაინიშნა

2021-02-04 12:11:38+04:00

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კახა ქემოკლიძე წარადგინა. როგორც გახარიამ განმარტა, ქემოკლიძე ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელეა და მას საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გაუძღვეს. ქემოკლიძემდე ადმინისტრაციას ნათია მრებრიშვილი ხელმძღვანელობდა.