მთავრობის ადმინისტრაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. როგორც აქციის წევრებმა განაცხადეს, ისინი მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა პლაკატი მიიტანეს წარწერით "რუსული ოცნება", რომლის გარშემოც "ქართული ოცნების" დეპუტატების, პრემიერის და მინისტრების სახელები და გვარები ეწერა.