მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სამართალდამცველებმა გამთენიისას რკინის ჯებირები მიიტანეს. დამატებითი კონსტრუქციების ნაწილი ეზოს შიდა პერიმეტრზე შეიტანეს.
მთავრობის ადმინისტრაციასთან დღესაც დაგეგმილია ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა აქტივობები. ოპოზიციური კოლაიცია ბრძოლას გამარჯვებამდე აანონსებს. მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. ოპოზიციის მხარდამჭერები მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ დრომდე იმყოფებიან.