მთავრობის ადმინისტრაციასთან "რიონის ხეობის მცველთა" მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. როგორც ჟუნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ადამიანები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მათ უკან არ დგას არცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია . მისივე განმარტეით, "რიონის ხეობის მცველების" სოლიდარობის აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეიდან დაიწყებენ, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამის გათენებას აპირებენ. აქტივისტების თქმით, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება საბოლოო დასკვნა და შეთანხმება ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.