მთავრობის ადმინისტრაციასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ არ გადაეცეს დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი თურქულ მხარეს. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლეც.
თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მერენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომლის თანახმადაც, ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა.