ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან, რომელსაც მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მართავს. აქციის მონაწილეები პროტესტს სტვენითა და შეძახილებით გამოხატავენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან კი რკინის ჯებირებია აღმართული.
პოლიცია აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, რასაც პროტესტის მონაწილეები არ ემორჩილებიან. სამართალდამცველების მიერ პოლიტიკური დავალებების შესრულების მხილების მიზნით, ორგანიზატორები მომიტინგეებს მოუწოდებენ, პოლიციის მიერ დაკავების შემთხვევაში წინააღმდეგობა არ გაუწიონ.