პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს 2020 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს მიმართულება მკაცრად გაკონტროლდება.
გიორგი გახარიამ ბიუჯეტის დაგეგმვაზე მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში მოქალაქეებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
მთავრობის სხდომა ახალი პრემიერის მეთაურობით უკვე მეორედ გაიმართა. მინისტრებთან შეხვედრამდე გიორგი გახარიამ ძირიტადი საკიტხები მედიას გააცნო.