მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა - Palitra News

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

2021-01-27 14:58:45+04:00

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მოლებისა და სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. მიღწეული შეთანხმებით, ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.

ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა კი ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მუშაობა, შეღავათები ქონებრივ გადასახადზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და "კომენდანტის საათის" გადაწევა იყო.