მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ყველა ის მონაცემი, რომლის მიწოდებაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის აუცილებელი იყო, დროულად იქნა მიწოდებული. როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თითოეული მოქალაქის ხმის მიცემის უფლება უზრუნველყოფილი იქნება. მისივე თქმით არჩევნებზე მისვლა სრულიად უსაფრთხოა და შესაბამისად ამომრჩეველმა პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს.