მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება მხოლოდ 15 ივლისამდე შეეძლება. შესაბამისი ჩანაწერი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტში უკვე გაჩნდა. აღნიშნულის კონტექსტში, მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ მთავრობის მიერ ახალი ბერკეტის წინასაარჩევნოდ გამოყენების რისკი არ არსებობს, რის კონტექსტშიც კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
პარლამენტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. არ არის გამორიცხული, ცვლილებების პროექტი კენჭისყრაზე მესამე მოსმენითაც დღეს გავიდეს.