ვაქცინაციის დანერგვისთვის საჭირო ეროვნული გეგმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა სწორედ ამ გეგმაშია გაწერილი, როგორ მოხდება ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა და შესაბამისად, ვაქცინაცია.
ცნობისთვის, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად და ვაქცინაციის დასაწყებად. ამავე გეგმის თანახმად 2021 წლის შემოდგომაზე მოსახლეობის 60%-ს ვაქცინაცია ჩატარებული უნდა ჰქონდეს.