მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის 4 მილიონ 800 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა განაცხადა. დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის თითო მილიონი გამოიყო, 800 ათასით დაფინანსდება მცხეთა 600 ათასით ლანჩხუთი, ხოლო 400 ათასით თიანეთი. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს ბოლო პერიოდში სხვადასხვა რაიონში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა.