"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია გახდა. "პალიტრანიუსის" ინფორმაციით, თანხა, რომლის სანაცვლოდაც ჰოლანდირუი კომპანია კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.
თავის მხრივ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ადასტურებენ, რომ მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ჰოლანდიური კომპანიისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა, რის შესახებაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტომ კონსორციუმს უკვე აცნობა.
ანაკლიის პორტის საკიტხს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, კონსორციუმთან დაკავშირებული პირების მხრიდან სხვა რამეზე გადატანის მცდელობას ამჩნევს, რის გამოც მინისტრმა მათ მიმართა, დრო ფუჭად არ დაკარგონ.