02:51
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების 70%-ით შემცირებას ელის
02-06-2020

მთავრობა წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების დაახლოებით 70%-ით შემცირებას ელის.  ამის შესახებ ნათქვამია  2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.   უფრო კონკრეტულად კი, წელ, მომსახურების ექსპორტის 55%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც თავის მხრივ საერთაშორისო ვიზიტორებიდან მიღებულ შემოსავლებს გასულ წელთან შედარებით 70%-ით შეამცირებს. კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებთ, მთავრობამ ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების 3-ეტაპიანი გეგმა შეიმუშავა.

უფრო კონკრეტულად კი:   მთავრობა 6 თვის განმავლობაში მოახდენს სესხის პროცენტის  80%-ის სუბსიდირებას  20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის.  ამასთან, კვების ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რითაც მათ საშუალება მიეცემათ მოაგვარონ ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები და დააფინანსონ ოპერაციული ხარჯები.  მთავრობა ასევე განახორციელებს სპეციალურ აქტივობებს გიდებისა და სხვა პროფესიული ტურისტული სერვისების სწრაფად აღდგენის უზრუნველსაყოფად.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები