მთავრობა ცალკეული დარგების, მათ შორის შიდა ავიაციის სტიმულირებას განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები "საქართველოს საგადასახადო კოდექსსა" და "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში" შედის. პაკეტი მოიცავს ისეთი დარგების სტიმულირებას, როგორიცაა, მაგალითად, შიდა ავიაცია. ამისთვის დღგ-სგან და აქციზისგან გათავისუფლდება საავიაციო ნაწილის საწვავის ის ნაწილი, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი. ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას.