პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, შეზღუდვების ნაწილი ძალაში დარჩება. მათ შორის, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ ეტაპზე შეზღუდვის მოხსნა არ შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას. მისივე განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და პანდემია დამარცხებულია.