მთავრობა სასტუმრო ბიზნესს სესხის პროცენტს დაუსუბსიდირებს. ეკონომიკის მინსიტრის განმარტებით, აღნიშნული შეღავათით ჯამში 18 000-ზე მეტი სუბიექტი ისარგებლებს. რაც შეეხება ფინანსურ რესურს, რასაც მთავრობა ბიზნესის მხარდასაჭერად გაიღებს, დაახლოებით 3 მილიონი ლარის ფარგლები იქნება. ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება ეკონომიკის სამინისიტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოშის" ფარგლებში გამოყოფილი თანხა.