მთავრობა სახელმწიფო კომისიას ქმნის რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს. კომისია მომდევნო სამი თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე იმუშავებს და დოკუმენტს მაისის ბოლოს წარადგენს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მოწვეულები იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები.