მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი არ იგეგმება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, სრული კარანტინი არ იგეგმება ამ ეტაპზე არც ბათუმში.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, პრემიერის დავალებით ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და რეგიონში კონტროლი საკმაოდ გამკაცრებულია.