ყველა ბერკეტს ვიყენებთ და გამოვიყენებთ მომავალშიც იმისთვის, რომ პროცესი შეჩერდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები საქართველოს შუაგულში, - ასე ეხმაურებიან მთავრობის წევრები სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებს.სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ის პირადად იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას.საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს რომ ატოცში,ბორდერიზაციის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციას გააგრძელებს.