პურის ფასის ზრდა ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ რაიმე რეგულაციას არ გამოუწვევია, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ პურის ფასის ზრდა ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ რაიმე რეგულაციას არ გამოუწვევია. მისი თქმით, რა გახდა პურის ფასის ზრდის მიზეზი, ამას შესაბამისი უწყებები მოიკვლევენ. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებას წინასაარჩევნო პერიოდში პურის ფასის ზრდა ხელოვნურად არ შეუჩერებია.