მთავრობა პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას იწყებს. "პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებათა პაკეტს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროფესიულ განათლებაში იგეგმება გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელების დანერგვა. მისივე თქმით, დაინერგება ინკილუზიური განათლების სისტემური მიდგომები.