საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ბაღების გაშენებით არის დაინტერესებული, ფინანსურად დაეხმარება.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს ექნება 50%-იანი თანადაფინანსება ჭის, ჭაბურღილების და შესაბამისი სატუმბი მოწყობილობების დამონტაჟების შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ან 18 000 ლარისა. იმისთვის, რომ პროექტ "დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენებული ბაღები მაქსიმალურად იყოს დაცული კლიმატური რისკებისგან, მთავრობა წაახალისებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას და თანადაფინანსებას.