მთავრობა მუშაობს პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იმ ადამიანების დახმარებაა, რომლებიც კორონავირუსის უარყოფითი გავლენიდან გამომდინარე, სამუშაო ადგილი დაკარგეს.
როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ითქვა, პროგრამის კიდევ ერთი მთავარი მიზანი იმ ბიზნესების დახმარება იქნება, ვინც სანაცვლოდ დასაქმებულთა შენარჩუნებას შეძლებენ.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.