მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ - Palitra News

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ

2020-06-17 13:54:29+04:00

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ. საკოორდინაციო საბჭოს შეფასებით, აპლიკაცია stop covid-ი, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია", - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.