პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობა მოქალაქეებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს. როგორც პრემიერმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, იპოთეკური სესხის სუბსიდირება წლის ბოლომდე გაგრძელდება და განკუთვნილი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რომ სამშენებლო სექტორში არ შეიქმნას ისეთი ვითარება, რომელიც ქვეყანამ მიიღო 2008 წლის კრიზისის შემდგომ. ამასთან, გახარიას თქმით 150 მილიონი ლარი გამოიყოფა დევნილების ბინებით უზრუნველყოფისთვის, რაც ასევე დაეხმარება სამშენებლო სექტორს.