სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიხაილოვის საავადმყოფოს ყოფილი შენობის გაყიდვას შეეცდება. აღნიშნული უძრავი ქონება სააგენტომ აუქციონზე უკვე გამოიტანა და მისი საწყისი ფასი 35 მილიონი ლარია. ახალმა ინვესტორმა ადგილზე არანაკლებ 200- ნომრიანი სასტუმრო ან მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს. საინვესტიციო ვალდებულება კი არანაკლებ 100 მილიონ ლარს შეადგენს. აუქციონი 9 იანვარს დასრულდება.