საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეორეკომენდაციებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.
როგორც ვიდეოშია ნათქვამი კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების ოჯახს, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ, როგორც ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად ჩვეულებრივი გაციება, ასევე, უფრო მძიმე დაავადებები მათ შორის-მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი.
ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან,აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.