მთავრობა იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხს განიხილავს - Palitra News

მთავრობა იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხს განიხილავს

2020-03-05 13:03:24+04:00

კორონავირუსის გამო, იტალიასთან ფრენების შეჩერების საკითხი განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, თუ ქვეყანას უნდა კორონავირუსის გავრცელების პრევენცია მაქსიმალურად მოახდინოს, მაშინ ფრენები საერთოდ უნდა აიკრძალოს. მისივე ინფორმაციით ფრენებთან დაკავშირებული საკითხი პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში განიხილება ვირსუთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად.