თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენის ან აშენების მიზნით, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა მნიშვნელოვანია, რომ ინფექციურ კლინიკას თანამედროვე შენობა ჰქონდეს. მისი თქმით, კლინიკა უკვე წლებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს ხოლო ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანმედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა.
ინფექციური საავადმყოფო და სეფსისის კლინიკა, "ავერსი ფარმამ" აუქციონის გზით 2009 წელს შეიძინა, თუმცა, ტერიტორიაზე საავადმყოფო ფუნქციონირებას აგრძელებს. ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს შენობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო იჯარის წესით ფლობს.