09:04
23 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
მთავრობა იმ "შავი წერტილების" განსაზღვრას გეგმავს, სადაც ყველაზე მეტი ავტოავარია ხდება
12-09-2019

მთავრობა იმ "შავი წერტილების" იდენტიფიკაციას გეგმავს, სადაც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ, მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული. პროექტის მიზანია საგზაო ქსელში შავი წერტილების განსაზღვრა და სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისთვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა.  

შეგახსენებთ, რომ „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დადგენისა და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები