მთავრობა გარემოსდაცვითი შემოწმებების განსხვავებული სისტემის დანერგვაზე მუშაობს. ამის ამის შესახებ, პარლამენტისთვის გადაგზავნილ მთავრობის მოკლევადიან სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ახალი სისტემის მიხედვით, ობიექტების გარემოსდაცვითი რისკების შეფასების საფუძველზე უნდა განხორციელდეს ობიექტების სავალდებულო შემოწმების დანერგვა და იგი არ უნდა აღემატებოდეს 1 წელიწადს ყველაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტებისთვის და 3 წელიწადს - ყველაზე დაბალი რისკის მქონე ობიექტებისთვის.
კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და მიწაში ემისიების პრევენცია, შემცირება და კონტროლი, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. კანონპროექტი ითვალისწინებს ობიექტების რეგულირების ინტეგრირებულ მიდგომას, რაც მოიცავს ემისიებს ჰაერში, წყალსა და ნიადაგში, ნარჩენების წარმოქმნას, ნედლეულის გამოყენებას, ენერგოეფექტურობას, ხმაურს, ავარიების პრევენციასა და ექსპლუატაციის ადგილის აღდგენას ობიექტის საბოლოო დახურვის შემდეგ.