მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, შენობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარია. მინისტრი ამბობს, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობაზე და სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება და ფუნქცია. თურნავას განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით სწორი გამოყენება უპოვოს "რიყის დოქებს"