„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავიაკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა „მწვანე“ ქვეყნებიდანაც კი, რაც შეიძლება, ნაკლები ფრენები განახორციელონ. ამასთანავე გიორგი კანდელაკი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მოხსნას დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში „მწვანე“ ქვეყნებში იმყოფებოდნენ.