ჯარისკაცებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ. ახალი სოციალური ინიციატივები მედიას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო. მისი განმარტებით, ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების პროცესი 2019 წლიდან დაიწყება. ბახტაძემ ასევე აღნიშნა რომ 2020 წლისთვის სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფაც მოხდება.