მთავრობა 95 ქვეყანას პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“ სთავაზობს - Palitra News

მთავრობა 95 ქვეყანას პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“ სთავაზობს

2020-08-27 14:19:06+04:00

მთავრობა 95 ქვეყანას პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“ სთავაზობს. ინიციატივა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ეკუთვნის და ის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა 95 ქვეყნის სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში მომუშავე თანამშრომლებს საქართველოში დისტანციურად თავისი უფლებამოვალეობის შესრულებას მინიმუმ 180 დღის განმავლობაში სთავაზობს. საქართველოდან დისტანციურად მუშაობის მსურველები კარანტინსა და ტესტირებას საკუთარი სახსრებით გაივლიან.