საკოორდინაციო საბჭო 70 წელს ზემოთ მოქალაქეებს რეკომენდაციას აძლევს, მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება სამედიცინო პერსონალის ჩართვით იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, ასაკში მყოფი პირები კორონავირუსის რისკ ჯგუფს წარმოადგეგნენ.