სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 60 პიკაპის შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ავტომობილების შესყიდვის სავარაუდო თანხა 5 მილიონ 672 ათას 400 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 1-ელ აპრილს დაიწყება და 4 აპრილს დასრულდება.
სატენდერო პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება 2021 წლის 1-ელ ივლისამდე განახორციელოს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს თეთრი ფერის, ახალი, არაუადრეს 2020 წლის გამოშვების, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება.