მთავრობა სპეციალიზებული ტიპის 350 ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, თეთრ პიკაპს ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე კონსოლიდირებული ტენდერი 2 ნაწილად არის გამოცხადებული. ერთი ტენდერი ითვალისწინებს კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 300 ერთეული პიკაპის შესყიდვას, რომლის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონ 665 ათას 4 ლარია, მეორე კონსოლიდირებული ტენდერით კი გათვალისწინებულია 50 ერთეული თეთრი პიკაპის შესყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 64 ათასი ლარია.
საერთო ჯამში კი, 350 თეთრი პიკაპის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 მილიონ 729 ათას 4 ლარს შეადგენს. 300 პიკაპის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 9 ივნისს დასრულდა, 50-ის შესყიდვაზე კი 10 ივნისს სრულდება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2021 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები უნდა იყოს თეთრი ფერის.