მთავრობა 2020 წლისთვის, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას გაზრდის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს აქვს ყველანაირი პირობა, რომ ჰქონდეს წარმატებული "მწვანე ეკონომიკა". პრემიერის თქმით, მთავრობის სტრატეგიული ამოცანაა, საქართველოს ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში ყველაზე ეფექტიანი გზით. ამასთან, მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობაში სუბსიდია აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობაში პირველადი წარმოება უკვე გათავისუფლებულია ყველანაირი გადასახადისგან. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასახადისგან გათავისუფლდება ყველა ის მეწარმე, რომელიც ორგანულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს.