მთავრობა 135 მაღალი გამავლობის ჯიპს ყიდულობს, რომელიც შავი არ უნდა იყოს. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9 მილიონ 45 ათასი ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შეთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2019 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ასევე შემსყიდველის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ შესასყიდი ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა, ამასთან სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.