მთავარია, რომ შევძლოთ არა თვალის დახუჭვა და დაპირისპირებაში შესვლა სახალხო დამცველის რეკომენდაციებთან, არამედ რეალურ დისკუსიაში შესვლა - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლების განსხვავებულ შტოთა ცივილურობა, მათი უნარი ააშენონ ევროპული სახელმწიფო მათ შორის განისაზღვრება თუ როგორ ურთიერთობენ ხელისუფლების წარმომადგენლები ომბუდსმენთან.