მთავარია, შეიარაღებული ძალები ისე იყოს მომზადებული, არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის - მარგველაშვილი - Palitra News
მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალები ისე იყოს მომზადებული, რომ არც ერთ მტერს არ გაუჩნდეს ინტერესი ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ხელმძღვანელს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას ურთულესი მისიის შესრულებაში წარმატებები უსურვა.