საპროკურორო საბჭოში პროკურორობის კანდიდატები წარსდგებიან. დღევანდელ სხდომაზე კანდიდატებმა საკუთარი კონცეფცია უნდა წარადგინონ. სამიდან ერთ კანდიდატს საბჭო შეარჩევს, რომელიც ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება. კომპლექსური ხედვასა და სამართლიანობის აღდგენის შესახებ საუბრობს პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი შალვა თადუმაძე. ნინო გოგნიაშვილის თქმით, კი აუცილებელია პროკურორად აირჩიონ პირი, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული.