საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ განაცხადა. პროკურატურაში აცხადებენ რომ საქმესთან დაკავშირებული მასალები საზოგადოებისთვის მაშინ გასაჯაროვდება, როცა ამას გამოძიება ჩათვლის საჭიროდ და როდესაც ყველა ის რისკი აღმოიფხვრება. გავრცელებულ ინფორმაციას რომ ციანიდის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში საპატრიარქოში ჩხრეკა ჩატარდა, რომლის დროსაც იარაღი ამოიღეს, არ ადასტურებს არც საპატრიარქოს იურისტი. ედიშერ ქარჩავა პატრიარქის ბეჭედის და ფაქსიმილეს დაკარგვის ინფორმაციას "აბსურდულს" უწოდებს, რადგან მისი განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ვერანაირ სამართლებრივ მოქმედებას ვერ ჩააატარებდა.
იხილეთ: დაიკარგა თუ არა პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე? - საპატრიარქოს იურისტის კომენტარი