სახალხო დამცველმა ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა და ის გვევლინება მიკერძოებულ მხარედ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შესვლამდე განუცხადა.
კომიტეტზე სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავენ, რომელიც სხვადასხვა უწყების, მათ შორის, პროკურატურის მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს.
პროკურორის მოადგილე ასევე გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველის პოზიციას, რომ არ არის დაცული მხარეთა თანასწორობა, ვინაიდან დაცვის მხარეს ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის პირობაზე.