სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა განაცხადა. როგორც ირაკლი შოთაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მიიღეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პიროვნება აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, დაგეგმეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შოთაძე პატრიარქის დაცვის უფროსის დაკითხვის თემასაც გამოეხმაურა - მისი განმარტებით, სოსო ოხანაშვილთან კითხვები ეხებოდა პატრიარქის დაცვას და კონკრეტულ პიროვნებას, დეკანოზ გიორგი მამალაძეს რა წვდომა ჰქონდა პატრიარქთან. მისი თქმიოთ, პატრიარქის დაცვის უფროსის დაკითხვა ლოგიკური იყო.
იხილეთ: რას აცხადებეს ანზორ ჩუბინიძე, რომელიც გერმანიაში პატრიარქის პირადად დასაცავად ჩავიდამამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი