მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გარდაცვლილ გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება შეწყვეტა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.შემთხვევა 2016 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე მოხდა.
"საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში, გიგა შენგელიამ, ძმასთან - გიორგი შენგელიასთან და თანმხლებ პირთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების დაუფლების მიზნით ფარულად შეაღწია „კრწანისის“ ტერიტორიაზე, რაც შემჩნეული იქნა გუშაგის მიერ. გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლით მოუწოდა მათ შეჩერებისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგს, რის შემდეგაც გუშაგმა განახორციელა დამატებითი გასროლები, რასაც შედეგად მოჰყვა გიგა შენგელიას გარდაცვალება"- ნათქვამის პროკურატურის განცხადებაში.